Association for Dental Education in Europe (ADEE)-ში წევრობა უნივერსიტეტისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციისა და განვითარების მიმართულებით. წევრობა ხელს შეუწყობს სასწავლო პროგრამების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაძლიერებას და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვას.
ADEE-ის წევრობის ფარგლებში უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა გააფართოოს საერთაშორისო თანამშრომლობა, ჩაერთოს პროფესიულ ქსელებში, მიიღოს მონაწილეობა საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და აკადემიურ აქტივობებში, ასევე ხელი შეუწყოს აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას.
ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტომატოლოგიის მიმართულებით სწავლების, კვლევისა და პრაქტიკული კომპონენტების განვითარებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს უნივერსიტეტის პოზიციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
