სდასუ-ს ოთხმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო Inclusive Futures Training Course for Youth Workers-ში, რომელიც გაიმართა 2026 წლის 31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით თბილისში, საქართველოში.
ტრენინგი განხორციელდა Erasmus+ KA151 Youth პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავდა ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე ადამიანების ცოდნისა და უნარების გაძლიერებას ინკლუზიური ახალგაზრდული მუშაობის მიმართულებით.
საერთაშორისო სასწავლო კურსში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, რუმინეთი, სომხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი, რამაც მონაწილეებს მისცა მრავალკულტურულ გარემოში გამოცდილების გაზიარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და პროფესიული კავშირების განვითარების შესაძლებლობა.

