სდასუ

სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „საჯარო გამოსვლა და პრეზენტაცია“.

istockphoto-2228868832-612x612
სიახლეები

სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „საჯარო გამოსვლა და პრეზენტაცია“.

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – საჯარო გამოსვლა და პრეზენტაცია.

ტრენინგს უძღვებოდა მაკა დარსაველიძე, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ეფექტური საჯარო გამოსვლისა და წარმატებული პრეზენტაციის წარმართვის თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული ტექნიკები.

ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა იმუშავეს საჯარო გამოსვლისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაზე, განიხილეს აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის სტრუქტურირების, სხეულის ენისა და თავდაჯერებული გამოსვლის მნიშვნელობა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით გაეუმჯობესებინათ საკუთარი პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარები.

შეხვედრა ინტერაქტიულ გარემოში წარიმართა და სტუდენტებს საშუალება მისცა, მიეღოთ ღირებული გამოცდილება, რომელიც მათ დაეხმარება როგორც აკადემიურ საქმიანობაში, ისე მომავალი პროფესიული კარიერის განვითარებაში.

უნივერსიტეტი აგრძელებს სტუდენტებისთვის ისეთი ტრენინგებისა და საგანმანათლებლო აქტივობების შეთავაზებას, რომლებიც ხელს უწყობს მათი პროფესიული და პიროვნული კომპეტენციების განვითარებას.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.