სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და გამოყენება“
ივლისი 6, 2026 2026-07-06 12:50სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და გამოყენება“
„საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და გამოყენება“.
ტრენინგს უძღვებოდა მარეხი კამკამიძე, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ხელოვნური ინტელექტის ძირითადი პრინციპები, განვითარების თანამედროვე ტენდენციები და მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში.
ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენების შესახებ სასწავლო პროცესში, კვლევით საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო AI ტექნოლოგიების პასუხისმგებლიან და ეთიკურ გამოყენებას, ასევე მათ როლს თანამედროვე ციფრულ გარემოში.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, პრაქტიკული მაგალითებისა და დისკუსიების მეშვეობით უკეთ გაეცნოთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გამოწვევები.
უნივერსიტეტი აგრძელებს სტუდენტებისთვის თანამედროვე ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობას, რაც მათ კონკურენტუნარიანობასა და პროფესიულ წარმატებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.