საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „სწავლის შედეგზე ორიენტირებული სწავლება“.
ივლისი 6, 2026 2026-07-06 12:00საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „სწავლის შედეგზე ორიენტირებული სწავლება“.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „სწავლის შედეგზე ორიენტირებული სწავლება“.
ტრენინგს უძღვებოდა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ეკონომიკის სპეციალობით, პროფესორი აბუაშვილი, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები და სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ამაღლების პრაქტიკული მეთოდები.
ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პრინციპები, ინოვაციური სასწავლო მეთოდები, აქტიური სწავლების ტექნიკები, შეფასების თანამედროვე მიდგომები და სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობები.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა მისცა, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული დისკუსიების გზით გაეღრმავებინა ცოდნა სწავლების თანამედროვე სტრატეგიების შესახებ.
უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაც სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.



