სდასუ TV

საქართველოს დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

Lecture Illustration (1)
სიახლეები

საქართველოს დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი, #25

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
  • უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების ინიციატივების შემუშავება;
  • მატერიალური აქტივებისა და ინფრასტრუქტურის მართვა
  • ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობისა და ტექნიკური მომსახურების პროცესების კოორდინაცია;
  • მატერიალური აქტივების აღრიცხვა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა/კოორდინაცია;
  • უნივერსიტეტის საქმიანობისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნისა და შენარჩუნების მხარდაჭერა;
  • ხანძარსაწინააღმდეგო, ტექნიკური და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
  • უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობებისა და საინჟინრო-ტექნიკური სისტემების გამართული, უსაფრთხო და უწყვეტი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

  • უმაღლესი განათლება
  • შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • გუნდის მართვისა და კოორდინაციის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • პროექტების მართვის უნარი;
  • მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ info@sdasu.edu.ge 2026 წლის 20 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, “სათაურის ველში” მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

უნივერსიტეტი იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპსსაქართველოს დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.