სდასუ TV

საქართველოს დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.

Lecture Illustration Poem Characters
სიახლეები

საქართველოს დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი, #25

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • ბიბლიოთეკის საქმიანობის ადმინისტრირება;
  • საბიბლიოთეკო რესურსების გაცემა, მიღება და აღრიცხვა;
  • ბიბლიოთეკის მომხმარებლების რეგისტრაცია და მონაცემების განახლება;
  • ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებელთა მოთხოვნების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;
  • საბიბლიოთეკო ფონდის მართვა;
  • საბიბლიოთეკო ფონდის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და განახლება;
  • ბეჭდური რესურსების განთავსებისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
  • საბიბლიოთეკო მასალების დაცულობისა და სათანადო მდგომარეობის მონიტორინგი;
  • დაკარგული ან დაზიანებული რესურსების აღრიცხვა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ბიბლიოთეკის მენეჯერისთვის.
  • მომხმარებელთა მხარდაჭერა ელექტრონული საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობის პროცესში;
  • ელექტრონული კატალოგებისა და საბიბლიოთეკო სისტემების გამოყენებაში დახმარება;
  • სამეცნიერო მონაცემთა ბაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისა და პერსონალისთვის;
  • საბიბლიოთეკო ფონდის პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია ბიბლიოთეკის, განათლების, ინფორმაციის მართვის ან სხვა მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • საბიბლიოთეკო საქმისა და საინფორმაციო რესურსების მართვის პრინციპების ცოდნა;
  • ელექტრონული საბიბლიოთეკო სისტემებისა და სამეცნიერო ბაზების გამოყენების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@sdasu.edu.ge 2026 წლის 20 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, “სათაურის ველში” მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

უნივერსიტეტი იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „საქართველოს დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.