სდასუ TV

სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტური ღონისძიება „English Around Us“ გაიმართა

1
სიახლეები

სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტური ღონისძიება „English Around Us“ გაიმართა

5 ივნისს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკისა და ჰუმანიატარულ მცნიერებატა ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტური ღონისძიება „English Around Us: Culture, Communication and Everyday Life“ გაიმართა.

ღონისძიება ჩატარდა ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტური კლუბის ფარგლებში და მასში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა, საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება და ინგლისურენოვანი კულტურის სხვადასხვა ასპექტის გაცნობა.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა ინგლისურ ენაზე წარადგინეს პრეზენტაციები ბრიტანული და ამერიკული კულტურის, მუსიკის, ტრადიციების, მედიის, ტურიზმისა და ლიტერატურის თემებზე. პრეზენტაციებით წარდგნენ: კრისტინე კვიკვინია — „Brooklyn Nine-Nine: Comedy, Chaos, and a Reflection of Modern America“; ანასტასია მასურაშვილი — „The Beatles and Their Impact on British Culture“; დავით ყიფიანი — „Georgian Cuisine and Wine in America“; ანა ჯეირანაშვილი — „British and American Traditions“; ეკა ჩადუნელი, ანა იშხანიშვილი და თეონა მიქელაძე — „Strange” Traditions in British and American Cultures“; მარიამ ლალიაშვილი — „The Sights of London“; ლანა ხაბაზიშვილი — „Literary Reading: Selected Excerpts from Shakespeare“.

ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი დაეთმო სტუდენტების მიერ მომზადებულ კულტურის კუთხეებს, სადაც პოსტერებისა და ვიზუალური მასალების საშუალებით წარმოდგენილი იყო ინგლისურენოვანი კულტურის სხვადასხვა მიმართულება. შეხვედრა დასრულდა სახალისო და შემეცნებითი თემატური ქვიზებით.

სტუდენტების მუშაობას ხელმძღვანელობდნენ პროფ. რუსუდან კავთიაშვილი, ასოც. პროფ. ლაშა ჩახვაძე, ასოც. პროფ. ინგა კოკაია, ასოც. პროფ. ნესტან აკობია და მოწვეული ლექტორი თამარ ხეცურიანი.

ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტში შედიოდნენ პროფ. ჟანეტა კილასონია და ასოც. პროფ. ლაშა ჩახვაძე.

ღონისძიებამ ხელი შეუწყო სტუდენტების აქტიურ ჩართულობას, შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, გუნდურ მუშაობასა და ინგლისური ენის გამოყენებას საკლასო სივრცის მიღმა.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.