სდასუ TV

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების სასწავლო ვიზიტი სამედიცინო ლაბორატორია მეგალაბში

IMG_1896111
სიახლეები

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების სასწავლო ვიზიტი სამედიცინო ლაბორატორია მეგალაბში

2026 წლის 3 ივნისს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ სამედიცინო ლაბორატორია „მეგალაბში“.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ლაბორატორიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, თანამედროვე ლაბორატორიულ ტექნოლოგიებსა და დიაგნოსტიკური კვლევების განხორციელების პროცესს.
სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ლაბორატორიის სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკის, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე სამედიცინო ლაბორატორიის ფუნქციონირების პრინციპების შესახებ. მათ დაათვალიერეს სამუშაო სივრცეები და პრაქტიკულ გარემოში გაეცნენ იმ პროცესებს, რომლებიც ზუსტი და სანდო ლაბორატორიული შედეგების მიღებას უზრუნველყოფს.
 
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები, მიეღოთ პროფესიული რჩევები და უფრო ახლოს გაცნობოდნენ სამედიცინო ლაბორატორიის ყოველდღიურ საქმიანობას.
 
სასწავლო ვიზიტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სტუდენტების პროფესიული ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაში. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას და სტუდენტების მომავალი პროფესიული განვითარების პროცესის გაძლიერებას

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.