სდასუ TV

კონკურსი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების შესარჩევად

istockphoto-1321217671-612x612
სიახლეები

კონკურსი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების შესარჩევად

ცხადდება კონკურსი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან 1 აკადემიური პერსონალისა და 1 სტუდენტის შესარჩევად.

კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები: წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 22 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით.

მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

  • აკადემიური პერსონალი: საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი.

  • სტუდენტი: საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელიც არ არის უნივერსიტეტის სხვა არჩევითი კოლეგიური ორგანოს ან/და თვითმმართველობის წევრი.

  • საბჭოს შემადგენლობაში რექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შევიდეს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს უნივერსიტეტში მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: კანდიდატებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ საკუთარი განცხადება, რომლითაც დაასაბუთებენ, რატომ იქნება მათი როლი მნიშვნელოვანი და შედეგიანი საბჭოს საქმიანობაში.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.