სდასუ TV

„Next Step Skills“ ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი Erasmus+ KA151

1
სიახლეები

„Next Step Skills“ ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი Erasmus+ KA151

სდასუ-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს „Next Step Skills“ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში Erasmus+ KA151, რომელიც გაიმართა დურესში, ალბანეთში, 16-23 აპრილი, 2026. პროექტის ორგანიზატორი იყო  არასამთავრობო ორგანიზაცია „Asociatia Babilon Travel”, რუმინეთი, და 4 პარტნიორი, „Multicultural Group“, საქართველო, “Peace Volunteering Network”, ალბანეთი, “Novotarium”, სერბეთი, “BRANCH”, ჩრდილოეთ მაკედონია.

ამ ინსპირაციული გამოცდილების დროს ჩვენ შევძელით:
გაგვეცნო სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ახალგაზრდები;
განგვევითარებინა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული და კარიერული უნარები;
გაგვეზიარებინა იდეები, შეხედულებები და გამოცდილებები;
გავიზარდეთ პიროვნულად და პროფესიულად.

ვორქშოპების, გუნდური მუშაობისა და ინტერკულტურული გაცვლის საშუალებით გავაძლიერეთ კომუნიკაციის, ლიდერობისა და ადაპტაციის უნარები, და შევიძინეთ მეგობრები, რომლებიც საზღვრებს სცდება.

ეს გამოცდილება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება თავდაჯერებული, აქტიური და გახსნილი ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში.

მადლიერები ვართ ამ შესაძლებლობისთვის და მოტივირებულები ვართ, გავუზიაროთ მიღებული ცოდნა ჩვენს საზოგადოებას! დაელოდეთ ჩვენს მომავალ აქტივობებსა და შთაბეჭდილებებს. პროექტის შედეგების გაცნობა გაიმართება 1 მაისს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.