საქართველოს 54 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრა გაიმართა!
მარტი 15, 2024 2024-06-12 7:33საქართველოს 54 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრა გაიმართა!
საქართველოს 54 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრა გაიმართა!
15 მარტს, საქართველოს 54 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია “სტუდენტური ფესტივალი 2024”-ის შესახებ.
შეხვედრაზე საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის (სოა) და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ფესტივალის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, 2024 წელს მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი 2024 გაიმართება, რომელშიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან 25 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება.
ფესტივალი მოიცავს: უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას, ინტერმედიას – რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსის ჩატარებას, მოხალისეობრივ აქტივობებსა და STEM კონკურსს, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა,საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი,მეგი ლემსაძე და ვიცე-პრეზიდენტი, ნინი მიჩიტაშვილი.