SDASU TV
LIVE

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით“ ფარგლებში.

იმის დასტურად, რომ მონაწილეობა მიიღო ტრენინგში “სწავლების თანამედროვე მეთოდები” (35)
სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით“ ფარგლებში.

2024 წლის 18 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსტეტში ჩატარდება სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით“ ფარგლებში.

შეხვედრის დროს სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ ინფორმაცია უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების მექანიზმებზე, ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე, საქართველოში ამ თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასა და ამ სფეროში რეფორმის პერსპექტივებზე.

შეხვედრა ტარდება ინოვაციების და რეფორმების ცენტრთან (IRC) თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის – EU4 Security, Accountability and Fight against Crime in Georgia (SAFE) ფარგლებში. შეხვედრას ჩაატარებენ შესაბამისი სფეროს ექსპერტები.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.