SDASU TV
LIVE

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!

3203894d-25ae-4153-8611-f1c635c32534_1140x641
სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

2023  წლის 24 აპრილიდან  აცხადებს

კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

I.     კონკურსი ცხადდება შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

–         საგადასახადო სამართალი  1  პროფესორი;

–         სამართლის მეთოდები –  1  პროფესორი;

–         კონსტიტუციური სამართალი  – 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;

–         სისხლის საპროცესო სამართალი – 1 ასოცირებული პროფესორი;

–         ეკონომიკა  – 1 პროფესორი;

–         ტურიზმი  – 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;

–         ინფორმაციული ტექნოლოგიები – 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

–         ბიზნესის ადმინისტრირება (აღრიცხვა და აუდიტი) – 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

–         ქართული ფილოლოგია – 2 ასოცირებული პროფესორი;

–         რუსული ფილოლოგია  – 1 პროფესორი;

–         ინგლისური ფილოლოგია – 3  ასოცირებული პროფესორი;

–         ჟურნალისტიკა – 2 ასოცირებული პროფესორი;

–         მასობრივი კომუნიკაცია – 1 ასოცირებული პროფესორი;

–         საზოგადოებასთან ურთიერთობა – 1 ასოცირებული პროფესორი;

–         ფილოსოფია – 1 ასოცირებული პროფესორი;

–         სოციოლოგია –  1 ასისტენტ პროფესორი.

II.   კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:

–         პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება.

–         ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება.

–         ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

III.     აკადემიური  თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად;

გ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) 2 ფოტოსურათი (3 × 4);

ე) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ვ) ბოლო10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მათ შორის ერთ-ერთი (ავტორის შეხედულებით) ბეჭდვითი სახით;

ზ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით).

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2023  წლის 24 აპრილიდან  – 2023  წლის  29 აპრილის   ჩათვლით

უნივერსიტეტის კანცელარიაში

(10.00 სთ-დან 17 სთ-მდე,  ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25)

ან ელექტრონულ მისამართზე  info@sdasu.edu.ge

კონკურსის  შედეგები    გამოცხადდება  არაუგვიანეს 2023  წლის 11 მაისისა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა:    info@sdasu.edu.ge 

ტელ: (995 32) 2 253 677

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger