სდასუ
სდასუ-ს ამბები

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა!

1 წუთი
ყველა სიახლე

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი, მეგი ლემსაძემ მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს,მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.