სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: თანამედროვე მიგრაციული პროცესები და საქართველო!
აპრილი 20, 2024 2024-06-19 21:25სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: თანამედროვე მიგრაციული პროცესები და საქართველო!
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ბაზაზე არსებული ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი 2024 წლის 1 ივნისს, მართავს სტუდენტურ კონფერენციას „თანამედროვე მიგრაციული პროცესები და საქართველო“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს.
სამუშაო ენა: ქართული
ფორმატი: პირისპირ
კონფერენციის დაწყების დრო: 2024 წლის 1 ივნისი 11:00 საათი.
მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა იხ. ბმულზე: https://forms.gle/pcGaefcBXhBbpoMH7
უნდა შეავსოთ 12 მაისის ჩათვლით;
საკონფერენციო ნაშრომები მიიღება ელ-ფოსტაზე: Izamerabishvili01@gmail.com არაუგვიანეს 12 მაისისა;
შერჩეული საკონფერენციო ნაშრომების ავტორები კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურების შესახებ პასუხს მიიღებთ თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე 25 მაისის ჩათვლით.
დამატებითი მოთხოვნები:
სტუდენტების მიერ წარმოდგენილ საკონფერენციო ნაშრომს უნდა ჰყავდეს ერთი ან მაქსიმუმ ორი ავტორი.
წარმოდგენილი საკონფერენციო ნაშრომი უნდა იყოს შესაბამისობაში კონფერენციის სათაურთან და გაფორმდეს მოთხოვნის შესაბამისად:
ენა – ქართული;
გვერდის ფორმატი – A4;
შრიფტი – Sylfaen;
შრიფტის ზომა – 11;
ინტერვალი – 1.15
ტექსტის მოცულობა: 5-7 გვერდი;
საკონფერენციო ნაშრომი უნდა მოიცავდეს – მოხსენების სათაურს, ინფორმაციას ავტორზე (სახელი, გვარი, უნივერსიტეტი/სკოლა, ფაკულტეტი, პროგრამა; ელ-ფოსტა)