მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
სექტემბერი 5, 2022 2023-03-03 0:37მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
2022 – 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის
ცხადდება მიღება სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჟურნალისტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების
სამაგისტრო პროგრამებზე
მაგისტრატურაში მიღების ვადები:
მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება 6 სექტემბერი – 10 სექტემბერი
გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში 12 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გამოცხადება 13 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გასაჩივრება 13 -14 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება 15 სექტემბერი;
გამოცდა სპეციალობაში 15 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გამოცხადება 16 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება 17 სექტემბერი
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
განცხადება რექტორის სახელზე;
ბაკალავრის (სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სამართლის ბაკალავრის) ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2022 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
საგამოცდო – საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25); BEC exam and CELS exam vantage (160-179) და სხვა) ასლი (არსებობის შემთხვევაში);
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამხედრო ბილეთი (არსებობის შემთხვევაში);
უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD –ზე.
საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე
მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 577 57 60 50
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
კონსულტაცია უცხოურ (ინგლისურ) ენასა და სპეციალობაში10 სექტემბერი და 14 სექტემბერი 12 საათი.