SDASU TV
LIVE

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

Untitled design (2)
საგანმანათლებლო პროგრამები

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2022 – 2023  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

ცხადდება მიღება სამართლის, მედიცინის და  ეკონომიკის

სადოქტორო პროგრამებზე

დოქტორანტურაში მიღების ვადები:

დოქტორანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება        6 სექტემბერი – 10  სექტემბერი

გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში                                12 სექტემბერი

გამოცდის შედეგების გამოცხადება                                 13  სექტემბერი

გამოცდის შედეგების გასაჩივრება                                  13-14 სექტემბერი

აპელაციის შედეგების გამოცხადება                               15  სექტემბერი;

დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება                            15  სექტემბერი

დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების

შედეგების გამოცხადება                                                    16 სექტემბერი

გამოცდის შედეგების გასაჩივრება                                  16  სექტემბერი

აპელაციის შედეგების გამოცხადება                               17  სექტემბერი

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე;

განმცხადებლის რეზიუმე, CV;

სადოქტორო პროგრამის წინაპირობით გათვალისწინებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;

უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა);

წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სადოქტორო პროგრამაზე მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);

უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს.

2 ფოტოსურათი (3 x 4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

საბუთების  მიღება  10.00 საათიდან – 17.00 საათამდე 

მისამართი:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)

საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 599 90 58 44

ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge

კონსულტაცია უცხოურ (ინგლისურ) ენასა და სპეციალობაში 10 სექტემბერი და 14 სექტემბერი 12 საათი.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger