Taking too long? Close loading screen.
სდასუ TV

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნვერსიტეტში, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ლექციების კურსი ჩატარდა

Lecture Illustration Cartoon (1)
სიახლეები

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნვერსიტეტში, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ლექციების კურსი ჩატარდა

თომას ჯეფერსონის კვლევითმა ცენტრმა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის „ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბთან“ და ,,TechHub”ერთად წარმატებით განახორციელა ლექციების კურსი: „გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები: ტერორიზმთან ბრძოლა, იდენტიფიკაცია და სტრატეგიული რეაგირება”.

პროექტის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდება ტერორიზმის თანამედროვე გამოწვევების შესახებ და ისეთი მნიშვნელოვანი რისკების გაანალიზება, როგორიცაა ტერორისტული ქსელები, უცხოელი მებრძოლების ფენომენი და კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები. მონაწილეები ასევე გაეცნენ პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც მიმართულია ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში უსაფრთხოებისა და დაზვერვის ეფექტიანობის გაზრდისკენ.

მომხსენებლები და თემები

პროექტში მონაწილეობდნენ უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროს წამყვანი სპეციალისტები და ყოფილი მაღალჩინოსნები:

• თორნიკე შურღულაია – ტერორისტული ქსელების იდენტიფიკაცია;

• ანდრო გოცირიძე – კიბერტერორიზმი;

• თამაზ დემეტრაშვილი – უცხოელი ტერორისტი მებრძოლები დატერორისტული ორგანიზაციები;

• გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე – დაზვერვის როლი ტერორიზმთანბრძოლაში;

• ფირუზ მსხვილიძე – სპეცოპერაციები ტერორიზმის წინააღმდეგ (სამხედროჭრილი).

ფორმატი 

ლექციები ჰიბრიდული ფორმატით (ონლაინ და დასწრებით) ჩატარდა. კურსისდასასრულს, ყველა აქტიურ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, რომელიცაღიარებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმისმიერ (ბრიუსელი, ბელგია).

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.