ლექციების კურსი: „გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები: ტერორიზმთან ბრძოლა, იდენტიფიკაცია და სტრატეგიული რეაგირება”.
დეკემბერი 22, 2025 2026-02-19 19:21ლექციების კურსი: „გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები: ტერორიზმთან ბრძოლა, იდენტიფიკაცია და სტრატეგიული რეაგირება”.
ლექციების კურსი: „გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები: ტერორიზმთან ბრძოლა, იდენტიფიკაცია და სტრატეგიული რეაგირება”.
2025 წლის 22 დეკემბერს, თომას ჯეფერსონის კვლევითმა ცენტრმა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის „ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბთან“ და ,, TechHub’’ ერთად წარმატებით განახორციელა ლექციების კურსი: „გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები: ტერორიზმთან ბრძოლა, იდენტიფიკაცია და სტრატეგიული რეაგირება”.
პროექტის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდება ტერორიზმის თანამედროვე გამოწვევების შესახებ და ისეთი მნიშვნელოვანი რისკების გაანალიზება, როგორიცაა ტერორისტული ქსელები, უცხოელი მებრძოლების ფენომენი და კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები. მონაწილეები ასევე გაეცნენ პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც მიმართულია ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში უსაფრთხოებისა და დაზვერვის ეფექტიანობის გაზრდისკენ.
მომხსენებლები და თემები
პროექტში მონაწილეობდნენ უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროს წამყვანი სპეციალისტები და ყოფილი მაღალჩინოსნები:
- თორნიკე შურღულაია – ტერორისტული ქსელების იდენტიფიკაცია;
- ანდრო გოცირიძე – კიბერტერორიზმი;
- თამაზ დემეტრაშვილი – უცხოელი ტერორისტი მებრძოლები და ტერორისტული ორგანიზაციები;
- გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე – დაზვერვის როლი ტერორიზმთან ბრძოლაში;
- ფირუზ მსხვილიძე – სპეცოპერაციები ტერორიზმის წინააღმდეგ (სამხედრო ჭრილი).
ფორმატი ლექციები ჰიბრიდული ფორმატით (ონლაინ და დასწრებით) ჩატარდა. კურსის დასასრულს, ყველა აქტიურ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ (ბრიუსელი, ბელგია).