სდასუ
სდასუ-ს ამბები

საერთაშორისო კონფერენცია -„თანამედროვე მსოფლიო გამოწვევები: ადამიანის უფლებების, სოციალური უზრუნველყოფის და კეთილდღეობის რეგულირება თანამედროვე მულტიკულტურულ სამყაროში“.

ყველა სიახლე

„მულტიკულტურული ჯგუფი“ საერთაშორისო პარტიორებთან და ადგილობრივ და უცხოურ უნივერსიტეტებთან და გამომცემლობებთან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 20 დეკემბერს,  მართავს  მეხუთე საერაშორისო კონფერენციას: „თანამედროვე მსოფლიო გამოწვევები: ადამიანის უფლებების, სოციალური უზრუნველყოფის და კეთილდღეობის რეგულირება თანამედროვე მულტიკულტურულ სამყაროში“.

კონფერენციის მიზანი: კონფერენციის მიზანია მონაწილეებმა გაცვალონ და შეაჯერონ წამყვანი აკადემიური წრეების  პროფესიონალთა, მეცნიერთა, მკვლევართა და დოქტორანტთა შეხედულებები თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების ირგვლივ. კონფერენცია წარმოადგენს მთავარ ინტერდისციპლინურ ფორუმს მკვლევარებისთვის, პრაქტიკოსებისთვის და პროფესორ – მასწავლებლებისთვის, რათა წარმოადგინონ და განიხილონ თავიანთი ხედვები მიმდინარე პროცესების ირგვლივ.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ქართველ და უცხოელ პროფესორ-მასწავლებლებს ნებისმიერი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებიდან, მკვლევარებს, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების საფეხურის სტუდენტებს.

მიმართულებები:

საერთაშორისო ურთიერთობები; ბიზნესი და ეკონომიკა; ინფორმაციული ტექნოლოგიები; სამართალი;  მედიცინა; ჟურნალისტიკა; განათლება; ფილოლოგია.

სამუშაო ენები – ქართულიინგლისური.

ფორმატი: დისტანციურად, Zoom Platform-ით

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები და მნიშვნელოვანი თარიღები:

  • მონაწილეობის მისაღებათ გთხოვთ გადმოაგზავნოთ აბსტრაქტი შემდეგ ელ: ფოსტაზე multiculturalgroup7@gmail.com   არაუგვიანეს 10 დეკემბრისა.
  • დასტურის მიღება15 დეკემბერი
  • კონფერენციაში მონაწილეობის თანხა – 50 ევრო
  • პარტნიორ უნივერსიტეტების პროფესორ მასწავლებლებისათვის – 30 ევრო
  • დაწვრილებითი დეტალებისათვის იხილეთ ინგლისური ვერსია

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილ საკონფერენციო ნაშრომს უნდა ჰყავდეს ერთი ან ორი ავტორი;
  • მაგისტრანტის ან დოქტორანტის მონაწილეობის შემთხვევაში აუცილებელია მიეთითოს ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი;
  • წარმოდგენილი აბსტრაქტი უნდა იყოს შესაბამისობაში კონფერენციის მიზანთან და გაფორმდეს მოთხოვნის შესაბამისად:

ენა – ქართული, ინგლისური

გვერდის ფორმატი – A4;

შრიფტი – Sylfaen;

შრიფტის ზომა – 11;

ინტერვალი – 1.15

ტექსტის მოცულობა: 150-250 სიტყვა და თან ახლდეს 5-7 საკვანძო სიტყვა;

აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს – მოხსენების სათაურს, ინფორმაციას ავტორზე (სახელი, გვარი, უნივერსიტეტი/სკოლა, ფაკულტეტი, პროგრამა; ელ-ფოსტა)