ბიბლიოთეკის შესახებ

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოიპოვება მრავალფეროვანი ლიტერატურა საუნივერსიტეტო პროგრამების ყველა მიმართულებით.
ბიბლიოთეკის საფონდო მასალა ყოველწლიურად მდიდრდება და დღეისათვის 20000-მდე სახელმძღვანელოს შეიცავს. ბიბლიოთეკა ასევე მარაგდება ჟურნალ-გაზეთებით. ბიბლიოთეკაში ტრადიციად იქცა იმ ლიტერატურის საჯარო განხილვა და სემინარების ჩატარება, რომლითაც ინტერესდებიან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება ელექტრონული ვერსიებით.
სდასუ-ს ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს სამკითხველო დარბაზი და საინფორმაციო სერვის სამსახური.რომელიც მკითხველს სთავაზობს ოპერატიულ მომსახურებას ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო სისტემის გამოყენებით. ეს არის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი და მონაცემთა ბაზები, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების წიგნადი ფონდი. მკითხველთათვის ხელმისაწვდომია სამეცნიერო ლიტერატურის ცნობილი გამომცემლობების ელექტრონული მონაცემთა ბაზები. ბიბლიოთეკა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ემსახურება საბიბლიოთეკო დოკუმენტებითა და ინტერნეტ რესურსებით. ჩვენს მკითხველს აქვს ინფორმაციის მაგნიტურ მატარებელზე (CD, USB) გადაწერის შესაძლებლობა.

გაწევრიანება

  • ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისათვის სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
  • ბიბლიოთეკაში ყველა მომსახურება უფასოა.
  • გაწევრიანება ხდება სტუდენტობის პერიოდში ერთხელ. სტუდენტი, რომელიც გაწევრიანდება საბაკალავრო სწავლების პერიოდში, რჩება ბიბლიოთეკის წევრად უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც.

ბიბლიოთეკით სარგებლობა

  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობა შესაძლებელია გაწევრიანების შემდეგ;
  • ბიბლიოთეკარი ბიბლიოთეკაში გაწევრიანების მსურველს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე არეგისტრირებს ბიბლიოთეკის მკითხველად, ავსებს მკითხველის ელექტრონულ ფორმულარს, სადაც შეაქვს გაწევრიანების მსურველი პირის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, სემესტრი და სკოლა.
  • უნივერსიტეტის აკადემიური/მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის რეგისტრირება ხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა) საფუძველზე; მკითხველი ვალდებულია შეატყობინოს ბიბლიოთეკას სახელის, გვარის და საკონტაქტო ინფორმაციის შემცველი მონაცემების შეცვლის შესახებ.
  • მკითხველს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკების კოლექციებით; სამკითხველო და კომპიუტერული დარბაზებით; ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის ოთახებით; ელექტრონული ბიბლიოთეკით (ელექტრონული წიგნები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები); სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებზე უფასო წვდომით; უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემის emis.sdasu.edu.ge-ს მეშვეობით აკადემიურ/მოწვეულ/ადმინისტრაციულ პერსონალს და სტუდენტებს შესაძლობლობა აქვს ისარგებლონ უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსებული ელექტრონული მასალებით;
  • საბიბლიოთეკო რესურსით სარგებლობისთვის მკითხველმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან უნივერსიტეტის მიერ გაცემული სტუდენტური ბილეთი;
  • მკითხველს შესაძლებლობა აქვს მისთვის საინტერესო მასალა მოიძიოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კატალოგში, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.sdasu.edu.ge-ზე ბიბლიოთეკის განყოფილებაში ან დააზუსტოს ბიბლიოთეკართან;
  • მკითხველს შესაძლებლობა აქვს მისთვის საინტერესო მასალა ბიბლიოთეკას შეუკვეთოს როგორც პირადად, ასევე ელექტრონულად ელ-ფოსტის მეშვეობით; საბიბლიოთეკო ერთეულის შეკვეთის შემდეგ, ბიბლიოთეკარი აწვდის მკითხველს შემდეგ ინფორმაციას, ხელმისაწვდომია თუ არა მისთვის საინტერესო მასალა ბიბლიოთეკაში, შეუძლია თუ არა სახლში გატანა და რა ვადით; თუ ის არ აღმოჩნდა ბიბლიოთეკაში, სხვა რა ალტერნატიული მასალის გამოყენება შეუძლია და სხვ; მკითხველს შესაძლებლობა აქვს მისთვის სასურველი მასალა დაჯავშნოს წინასწარ.
  • ბეჭდური საბიბლიოთეკო ერთეული, რომელიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ ერთი ეგზემპლარი, გამონაკლისის გარდა ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა; ასეთი რესურსით სარგებლობა მკითხველს შეუძლია მხოლოდ სამკითხველო დარბაზში; იმ შემთხვევაში თუ, ბეჭდური საბიბლიოთეკო ერთეული მხოლოდ ერთი ეგზეპლარია ბიბლიოთეკაში, მაგრამ არ არის მასზე ყოველდღიური მოთხოვნა, შესაძლებელია მკითხველმა ისარგებლოს მისი სახლში გატანის უფლებით; ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა, ასევე პერიოდული გამოცემები (ჟურნალები, გაზეთები), ლექსიკონები, ენციკლოპედიები;
  • ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის უფლებით სარგებლობენ უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური/მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი;
  • მკითხველი ვალდებულია გატანილი წიგნი დროულად დააბრუნოს ბიბლიოთეკაში; ერთეულის გაცემის თარიღის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულია ელექტრონულ ბაზაში; ბიბლიოთეკიდან გატანილი აქტიურად მოხმარებადი წიგნის სხვა მკითხველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, წინასწარ შეთანხმებულ დროზე ადრე, დააბრუნოს ლიტერატურა ბიბლიოთეკარის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 48 საათისა, აღნიშნული ვადა ითვლება წიგნის დაბრუნების ვადად. მკითხველს შეუძლია გადადოს გატანილი წიგნის დაბრუნების ვადა, როგორც პირადი განაცხადით, ასევე ელ.ფოსტის საშუალებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ წიგნზე არ არის მოთხოვნა.
  • მკითხველს უფლება აქვს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან ერთდროულად გაიტანოს 5 წიგნი; გატანილი წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე, მკითხველი ვალდებულია დააბრუნოს ლიტერატურა ბიბლიოთეკაში; გატანილი წიგნის დაბრუნების ვადის დადგომის დროს, თუ მკითხველს კვლავ სჭირდება ამავე მასალით სარგებლობა, მას შეუძლია გადადოს წიგნის დაბრუნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ მასალაზე არ არის მოთხოვნა; თუ მკითხველი ობიქტური მიზეზების გამო (კერძოდ, ავადმყოფობა, ქვეყანაში არ ყოფნა და სხვ.) ვერ აბრუნებს გატანილ მასალას წინასწარ განსაზღვრულ დროში, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ბიბლიოთეკას. წინააღმდეგ შემთხვევაში მასალით სარგებლობის ვადა ჩაითვლება დარღვეულად;
  • იმ შემთხვევაში თუ მკითხველმა დაარღვია საბიბლიოთეკო რესურსის დაბრუნების ვადა, მკითხველი ვეღარ შეძლებს მასალის ბიბლიოთეკის დარბაზების ფარგლებს გარეთ გატანას. შეზღუდვა უნდა იყოს დასაბუთებული და წინასწარ ცნობილი მკითხველისათვის;
  • გატანილი მასალის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია აუნაზღაუროს უნივერსიტეტს მასალის საბაზრო ღირებულება ან ჩაანაცვლოს იმავე დასახელების წიგნით ან სხვა მოთხოვნადი საბიბლიოთეკო ერთეულით; დიპლომის ასაღებად სტუდენტი სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარადგენს ე.წ. ,,შემოვლით ბარათს“, რომელიც დაადასტურებს, რომ მას არ აქვს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დავალიანება. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დავალიანების მქონე სტუდენტზე არ გაიცემა დიპლომი.
  • მკითხველი ბიბლიოთეკარისგან გაფრთხილებას იღებს: წიგნის დაბრუნების ვადის გასვლის გამო, აქტიურად მოთხოვნადი წიგნის სხვა მკითხველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში და ქცევის წესების დარღვევისას დაწესებული სანქციების შესახებ; წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან ერთი დღის შემდეგ, ბიბლიოთეკარი მკითხველს უგზავნის ხელმეორე გაფრთხილებას წიგნის დაგვიანების შესახებ; ბიბლიოთეკარი მკითხველს უგზავნის გაფრთხილებას მის მიერ გატანილი წიგნის სხვა მკითხველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში; ბიბლიოთეკარი მკითხველს უგზავნის გაფრთხილებას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დარღვევისას წინამდებარე წესით განსაზღვრული სანქციების შესახებ; წიგნის დაბრუნების ვადის გადაცილების შესახებ შეტყობინების მიუღებლობა არ ათავისუფლებს მკითხველს დაკისრებული ვალდებულებებისგან. მკითხველს უფლება აქვს ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ (მუშაობის განრიგი, ამა თუ იმ მასალის მისაწვდომობა, გატანის ვადები და ა.შ.) ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მიმართოს ბიბლიოთეკარს, როგორც პირადად ან ელ-ფოსტით, ასევე სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. მკითხველი მისთვის საინტერესო ინფორმაციას ბიბლიოთეკისგან იღებს არა უმეტეს 2 სამუშაო დღისა.
  • ბიბლიოთეკის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სარგებლობის უფლება აქვს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ყველა წევრს; კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობა არის უფასო, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ასევე ისარგებლოს უკაბელო ინტერნეტით; კომპიუტერით მოსარგებლემ, გამოყენების შემდეგ, კომპიუტერი ჩართული უნდა დატოვოს. კომპიუტერის მომხმარებელი ვალდებულია გაუფრთხილდეს ტექნიკას. მას არა აქვს უფლება კომპიუტერში რაიმე პროგრამული ფაილის ჩაწერის, ან წაშლის; დაუშვებელია კომპიუტერის გამოყენება არადანიშნულებისამებრ (კომპიუტერული თამაშები, გასართობი ვებ-გვერდები და სხვ.); კომპიუტერის გაუმართავად მუშაობის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიმართოს ბიბლიოთეკარს და თვითნებურად არ ეცადოს ხარვეზის გამოსწორებას; ლიმიტი კომპიუტერებით სარგებლობაზე არსებობს მხოლოდ სხვა მომხმარებლებისაგან მოთხოვნის შემთხვევაში და შეადგენს 60 წუთს.
  • მკითხველს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სასწავლო, კვლევითი მასალის ასლის გადაღებისა და ამობეჭდვის სერვისით; მკითხველს შეუძლია გადაიღოს ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის ასლი ან ამობეჭდოს კომპიუტერიდან ინფორმაცია. აღნიშნულის თვითნებურად გაკეთება დაუშვებელია. ამისათვის მკითხველმა უნდა მიმართოს ბიბლიოთეკარს.
  • მკითხველი ვალდებულია პატივი სცეს როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, ასევე სხვა მომხმარებლის უფლებებს; გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; ბიბლიოთეკაში შემოსვლისთანავე მკითხველი ვალდებულია: გადაიყვანოს მობილური ტელეფონი უხმო რეჟიმზე; დაიცვას სიჩუმე; ჯგუფური მუშაობისას არ შეუშალოს ხელი სხვა მკითხველს; საბიბლიოთეკო რესურსით სარგებლობის შემდეგ თვითნებურად არ დააბრუნოს ისინი თაროზე, არამედ ჩააბაროს ბიბლიოთეკარს ან დატოვოს მაგიდაზე; წიგნის ან სხვა მასალის მიღებისას გულდასმით შეამოწმოს ის და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს; ბიბლიოთეკაში დაუშვებელია საკვები პროდუქტების შეტანა, გარდა ბოთლში ჩამოსხმული წყლისა და სხვა მინერალური სასმელებისა;
  • მკითხველს ეკრძალება ბიბლიოთეკიდან წიგნის ან სხვა რესურსის, მკითხველის აბონემენტში ბიბლიოთეკარის მიერ სპეციალური ჩანაწერის გაკეთების გარეშე, თვითნებურად გატანა. მკითხველის მიერ თანამშრომლის ან ბიბლიოთეკის სხვა მომხმარებლის შეურაცხყოფისას, მკითხველს ეკისრება უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინარული სასჯელი; მკითხველის მიერ ბიბლიოთეკის რესურსისა და ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში ბრალეულობის დადგენისას მკითხველს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და ზარალის სრული ანაზღაურება; მკითხველის მიერ სამკითხველო დარბაზში სიჩუმის დარღვევისას (ხმამაღალი საუბარი, მობილურის ზარი და ა.შ.) მკითხველი ბიბლიოთეკარისგან იღებს სიტყვიერ გაფრთხილებას, მსგავსი დარღვევის ორჯერ განმეორების შემთხვევაში ტოვებს სამკითხველო დარბაზს; მკითხველის მიერ საბიბლიოთეკო რესურსის ბიბლიოთეკიდან თვითნებურად გატანისას, მკითხველს ეკისრება უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინარული სასჯელი.
  • მკითხველი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები; მკითხველი, რომელიც დაარღვევს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, აანაზღაურებს ზარალს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებით დადგენილი ნორმის შესაბამისად.
  • ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10:00-დან – 20:00 საათის ჩათვლით.

წიგნადი ფონდი

სდასუ-ს ბიბლიოთეკის ბეჭდურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული ფონდი მოიცავს ყველა სპეციალობისათვის აუცილებელ ძირითად და დამხმარე ლიტერატურას. ბიბლიოთეკის ფონდი მუდმივად ივსება ახალი ბეჭდური გამოცემებითა და ელექტრონული რესურსებით. სდასუ-ს ბიბლიოთეკის წიგნდი ფონდი შეადგენს 20 156 200 წიგნს.

ბიბლიოთეკა დაკავშირებულია და თანამშრომლობს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელებთან და ორგანიზაციებთან.
არის პროექტის “ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის – EIFL” მონაწილეთა კონსორციუმის წევრი.
ასევე სდასუ-ს ბიბლიოთეკას გააჩნია 3 სახის ელექტრონული ბიბლიოთეკა:

  • სასწავლო წიგნების ელექტრონული ბიბლიოთეკა რომელიც მოიცავს ამჟამად 500 წიგნს
  • უცხო ენოვანი ელექტრონული ბიბლიოთეკა რომელიც მოიცავს ამჟამად 1 520 000 წიგნს
  • სამართლის ბიბლიოთეკა რომელიც მოცავს 2 225 წიგნს


სდასუ თავის სტუდენტებს სთავაზობს ელექტრონულ FLASH ბიბლიოთეკას. სტუდენტებს შეუძლიათ, ნებისმიერი წიგნის ელექტრონულ რეჟიმში წაიკითხვა. ბიბლიოთეკის უპირატესობაა ის, რომ ქმნის რეალური წიგნის იმიტაციას, რაც საშუალებას იძლევა, სტუდენტმა ის რეალური წიგნივით გადაფურცლოს. ბიბლიოთეკას ასევე აქვს დამატებითი ფუნქციებიც: წიგნის სასურველ გვერდზე გადასვლა, ასეთი გვერდის ამობეჭვდა და ელექტრონული ფოსტით გაგზავნა.

ელექტრონული კატალოგი

ელექტრონული რესურსები

სდასუ-ს უცხოურენოვანი ბიბლიოთეკა

ELSEVIER-ის ბაზები: Scopus; Science Direct; Scival Funding (Funding Institutional)

Scopus
Science Direct 
Scival Funding (Funding Institutional)


თავისუფალი წვდომა სამედიცინო სტატიებსა და ჟურნალებზე


Freemium.openedition.org/library (ელექტრონული რესურსით სარგებლობისათვის გამოიყენთ მომხმარებლის სახელი- sdasu და პაროლი – baN429c )


Cambridge Journals Online – 384 სახელწოდების წამყვანი ჟურნალი სხვადასხვა დისციპლინაში.
2017 წელს ჟურნალების სიას კიდევ დაემატა 20 ჟურნალი სამართლის, ბიოლოგიის, ანთროპოლოგიის, არქეოლოგიის, და სხვა სფეროებიდან.
საგნობრივი სპექტრი: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, მათ შორის: ანთროპოლოგია, არქეოლოგია, ხელოვნება, ასტრონომია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, დრამა და თეატრი, დედამიწისა და გარემოს დაცვა, ეკონომიკა, განათლება, ინჟინერია, ინგლისური ენის სწავლება, ფილმები, მედია, მასობრივი კომუნიკაცია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, კანონები, ლიტერატურა, მართვა, მათემატიკა, მედიცინა, მუსიკა, ფილოსოფია, ფიზიკა, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, რელიგია, სოციოლოგია, სტატისტიკა და ალბათობის თეორია.
პრიორიტეტი: თავისუფალი წვდომა გასული წლების ციფრული არქივზე 1997 წლიდან; 161 ჟურნალი სოციალურ მეცნიერებათა დარგში (SSCI) (SCI) და 46 ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში Thomson Reuters-ის ციტირების ინდექსით; წამყვან სფეროდ მოიაზრება ამერიკის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმოხილვა, ფსიქოლოგიური მეცნიერებები, ეკონომიკური ისტორია, მსოფლიო პოლიტიკა, და მიკროანალიტიკა; მძლავრი საძიებო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ძიებას სრულ ტექსტში მონაცემთა ბაზიდან გაფართოებული ველის დახმარებით.


e-Duke Journals Scholarly Collection – 44 ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალი.
საგნობრივი სპექტრი: აფრიკული კვლევები, ანთროპოლოგია, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია, აზიური კვლევები, კრიტიკა და თეორია, კულტუროლოგია, ეკონომიკა, განათლებია, გარემოს დაცვა, ეთნოგრაფია, ევროპისმცოდნეობა, მხატვრული ლიტერატურა და პოეზია, ფილმი და მედია კვლევები, გენდერული სწავლება, ლიტერატურათმცოდნეობა, ჯანმრთელობის დაცვა, ისტორია, საერთაშორისო და რეგიონალური კვლევები, ახლო აღმოსავლეთის კვლევები, მუსიკის თეორია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, პოლიტიკა, რელიგიური კვლევები, სამეცნიერო კვლევები, სოციოლოგია და სოციალური თეორია, თეატრისა და წარმოდგენის შესწავლა.
პრიორიტეტი: თავისუფალი წვდომა ყველა საჟურნალო ფაილზე 2000 წლიდან დღემდე, პლიუს დამატებით, შერჩევითი მასალები 1940 წლიდან – 2014 წლამდე;19 ინდექსირებული ჟურნალი გამიმცემლობა Scopus-იდან; ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა18 ჟურნალი ციტირების მაღალი ინდექსით; სოციალურ მეცნიერებათა 9 ინდექსრებული ჟურნალი.


Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books
 – შვიდი სამართლისა და მართვის ჟურნალი, და დაახლოებით 280 სასწავლო ელექტრონული წიგნი.
საგნობრივი სპექტრი: წიგნები ფინანსთა, ეკონომიკის, ინოვაციური კვლევების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ჯანდაცვის, კორპორაციული მართვის, საჯარო და სოციალური მმართველობის, მიგრაციის, კვლევის მეთოდების, ინტელექტუალური საკუთრების, სამართლებრივ და სხვ. კვლევათა განვითარების შესახებ. კოლექცია მოიცავს სამეცნიერო მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებსა და ცნობარებს. 
პრიორიტეტი: ჟურნალები გარემოსა და ადამიანის უფლებების შესახებ; Queen Mary Journals-ი ჟურნალები ინტელექტუალური საკუთრების შესახებ; კეინზისეული ეკონომიკის მიმოხილვა; ევროპულიჟურნალები ეკონომიკასა და ეკონომიკური მიმართების ინტერვენციის შესახებ; ლიდერობის ინსტიტუტი და ჰუმანიზმი; სიახლე! აზიის წყნარი ოკეანის ურნალები ეკოლოგიური კანონმდებლობით; კემბრიჯის საერთაშორისო სამრთლის ჟურნალები.

IMechE Journals – მექანიკის ინჟინერიის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული 18 ჟურნალი მოწოდებული გამომცემლობა SAGE-ის მიერ, სადაც წარმოდგენილია სრულ სპექტრი 1847 წლიდან დღემდე.
საგნობრივი სპექტრი: მექანიკური ინჟინერია.
პრიორიტეტი: ყოველი 18 სახელწოდებიდან 17 შედის Thomson Reuters Journal-ის ცირიტებულ სტატიათა რიცხვში. ყველა ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-ში.


Royal Society Journals Collection – ცხრა მაღალმოთხოვნედი დარგი ფიზიკის, ბიოლოგიისა და სხვა მათი მომიჯნავე დისციპლინებიდან. მათ შორის ფილოსოფიისა და ლოგიკის სფეროდან. ბაზა მოიცავს Royal Society-ის ციფრულ არქივს 1665 წლიდან.
საგნობრივი სპექტრი: ბიოლოგიურ მეცნიერებები, ფიზიკა, მათემატიკა და საინჟინრო მეცნიერებები, აგრეთვე მათი მომიჯნავე დისციპლინები.
პრიორიტეტი: ბაზაში ხელმისაწვდომია ჟურნალები რომლებიც გამოდის 1660 წლიდან მსოფლიოს უძველეს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობებში, მათ შორისაა Royal Society’s ციფრული არქივი.

SAGE Premier – ფართო სპექტრის საგნობრივი 900-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი 2017 წლის კოლექციიდან, 909 სამეცნიერო სტატიით.
საგნობრივი სპექტრი: ბიზნესი, ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა ტექნოლოგიები და მედიცის სფერო.
პრიორიტეტი: მოიცავს სამეცნიერო სტატიებს, კერძოდ: 2009 წ. კოლექციიდან 582; 2012 წ. კოლექციიდან 653; 2014 წ. კოლექციიდან 727; 2015 წ. კოლექციიდან 751; 2016 წ. კოლექციიდან 824 და 2017 წ. კოლექციიდან 909 სახელწოდებებით; SAGE-ის ჟურნალების 65 % წარმოდგენილია 2010 წლის Thomson Reuters Journal ციტირებად ჟურნალთა ჩამონათვალში (JCR).

Mathematical Sciences Publishers (MSP) – წარმოგვიდგენს 17 რეფერირებულ მათემატიკას, ინჟინერიის, მექანიკის და მსგავსი საგნობრივი მიმართულების სფეროში.

ონლაინ რესურსები, რომლებიც მსოფლიო პანდემიის პირობებში უფასოდ არის ხელმისაწვდომი, მოცემულ პლატფორმაბზე განთავსებულია უახლესი ინფორმაცია და გლობალური მასშტაბის კვლევები კორონავირუსის შესახებ, აქ ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციებს სხვადასხვა სფეროდან. 
EIFL (Electronic Information for Libraries) – ი გვთავაზობს შემდეგ რესურსებს:

My Loft
Semantic Scholar 
Sage Journals

Euclid  მონაცემთა ბაზა (მათემატიკა, სტატისტიკა)
Annual Reviews -სამეცნიერო ჟურნალები


HeinOnline Legal Classics – სამეცნიერო ჟურნალების ბაზა მოიცავს ათი ათასობით საუკეთესო ჩანაწერს, რაც კი არსებობს სამართლის ისტორიაში, მათ შორის არის Joseph Story, Jeremy Bentham, William Blackstone, William Holdsworth, Henry Maine, Federick William Maitland, Frederick Pollock, Benjamin N.Cardozo-ს ნაშრომები.

EBSCO Legal Collection – სმეცნიერო ჟურნალების ბაზა მოიცავს 250-ზე მეტ სანდო და კვალიფიციურ იურიდიულ ჟურნალს, მოცემული ბაზა არის ავტორიტეტული რესურსი, სადაც არის განთავსებული უახლესი კვლევები, სამეცნიერო ნაშრომები, იურიდიული სფეროს მიმართულებით.

European Respiratory Journal –  მოცემული ჟურნალი არის ევროპის რესპირატორული საზოგადოების ფლაგმანი, სადაც ქვეყნდება კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევები ახალგაზრდებისა და პედიატრიულ საკითხებზე, მოიცავს უჯრედულ ბიოლოგიას, ეპიდემიოლოგიას, იმუნოლოგიას, ონკოლოგიას, პათფიზიოლოგიას, ოკუპაციულ მედიცინას, ინტენსიურ მოვლას და. სხვა.