Application
ივნისი 18, 2026 2026-07-19 19:29Application
SDASU: E-Learning App
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ოფიციალური მობილური აპლიკაცია სტუდენტებს, ლექტორებსა და უნივერსიტეტის საზოგადოებას სდასუ-ს ციფრულ სივრცესთან სწრაფ და კომფორტულ კავშირს სთავაზობს.
ვებგვერდზე სწრაფი წვდომა
აპლიკაციიდან პირდაპირ გაიხსნება სდასუ-ს ოფიციალური ვებგვერდი.
ელექტრონული ბაზები
სტუდენტებისა და ლექტორების ელექტრონულ სისტემებში სწრაფი გადასვლა.
ბიბლიოთეკის კატალოგი
უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკის რესურსების მოძიება და დათვალიერება.
ყოველთვის განახლებული
სიახლეები, ღონისძიებები, სასწავლო ცხრილები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
SDASU: E-Learning App შექმნილია იმისთვის, რომ უნივერსიტეტის ვებგვერდი და ძირითადი ელექტრონული სერვისები მომხმარებლისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს — პირდაპირ მობილური ტელეფონიდან.
აპლიკაციის გახსნისთანავე მომხმარებელი ხვდება სდასუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, საიდანაც შეუძლია გაეცნოს უნივერსიტეტის სიახლეებს, ღონისძიებებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ფაკულტეტებს, სასწავლო ცხრილებს, საკონტაქტო ინფორმაციას და სხვა მნიშვნელოვან რესურსებს.
სტუდენტებსა და ლექტორებს შეუძლიათ სწრაფად გადავიდნენ საკუთარ ელექტრონულ ბაზებში, ხოლო ელექტრონული ბიბლიოთეკის კატალოგი მომხმარებელს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესურსების მოძიებისა და დათვალიერების შესაძლებლობას აძლევს.
აპლიკაციაში ინტეგრირებულია Push შეტყობინებები. მომხმარებლები დროულად იღებენ ინფორმაციას ახალი ამბების, ღონისძიებების, სასწავლო ცხრილების განთავსებისა და სხვა მნიშვნელოვანი კონტენტის განახლების შესახებ.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple App Store-ში, ასევე Google Play Store-ში და წარმოადგენს უნივერსიტეტის ციფრული განვითარების, თანამედროვე კომუნიკაციისა და სტუდენტებზე მუდმივი ზრუნვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყოველთვის დროულად
აპლიკაცია მომხმარებელს უგზავნის შეტყობინებებს სიახლეების, ღონისძიებების, გამოქვეყნებული სასწავლო ცხრილებისა და სხვა მნიშვნელოვანი კონტენტის განახლების შესახებ.
უნივერსიტეტის ციფრული გარემო ერთ სივრცეში
ჯაბა თავდგირიძე
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსიაპლიკაციის იდეა, ტექნიკური კონცეფცია და პროგრამული რეალიზაცია ეკუთვნის ჯაბა თავდგირიძეს — საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსს. პროექტი განხორციელდა უნივერსიტეტის მხარდაჭერით, სტუდენტებისა და ლექტორებისთვის ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და თანამედროვე კომუნიკაციის ერთიანი სივრცის შექმნის მიზნით.