სდასუ
SDASU SECTION

ბიბლიოთეკა

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

ცოდნის, კვლევისა და ახალი შესაძლებლობების სივრცე

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოიპოვება მრავალფეროვანი ლიტერატურა საუნივერსიტეტო პროგრამების ყველა მიმართულებით.

ბიბლიოთეკის საფონდო მასალა ყოველწლიურად მდიდრდება და დღეისათვის 20 000-მდე სახელმძღვანელოს შეიცავს. ბიბლიოთეკა ასევე მარაგდება ჟურნალ-გაზეთებით. ბიბლიოთეკაში ტრადიციად იქცა იმ ლიტერატურის საჯარო განხილვა და სემინარების ჩატარება, რომლითაც ინტერესდებიან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ელექტრონული ვერსიებით შევსება.

სდასუ-ს ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს სამკითხველო დარბაზი და საინფორმაციო სერვისის სამსახური, რომელიც მკითხველს ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო სისტემის გამოყენებით ოპერატიულ მომსახურებას სთავაზობს. ხელმისაწვდომია ელექტრონული კატალოგი, მონაცემთა ბაზები და საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების წიგნადი ფონდი.

მკითხველებს შეუძლიათ ისარგებლონ ცნობილი სამეცნიერო გამომცემლობების ელექტრონული მონაცემთა ბაზებით, საბიბლიოთეკო დოკუმენტებითა და ინტერნეტრესურსებით. ასევე შესაძლებელია ინფორმაციის მაგნიტურ მატარებელზე — CD-სა და USB-ზე — გადაწერა.

✦ ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისათვის სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ✦ ბიბლიოთეკაში ყველა მომსახურება უფასოა. ✦ გაწევრიანება ხდება სტუდენტობის პერიოდში ერთხელ. სტუდენტი, რომელიც გაწევრიანდება საბაკალავრო სწავლების პერიოდში, რჩება ბიბლიოთეკის წევრად უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც.

სდასუ-ს ბიბლიოთეკის ბეჭდურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული ფონდი მოიცავს ყველა სპეციალობისათვის აუცილებელ ძირითად და დამხმარე ლიტერატურას. ბიბლიოთეკის ფონდი მუდმივად ივსება ახალი ბეჭდური გამოცემებითა და ელექტრონული რესურსებით. სდასუ-ს ბიბლიოთეკის წიგნდი ფონდი შეადგენს 20 156 200 წიგნს.

ბიბლიოთეკა დაკავშირებულია და თანამშრომლობს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელებთან და ორგანიზაციებთან. არის პროექტის “ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის – EIFL” მონაწილეთა კონსორციუმის წევრი. ასევე სდასუ-ს ბიბლიოთეკას გააჩნია 3 სახის ელექტრონული ბიბლიოთეკა:

სასწავლო წიგნების ელექტრონული ბიბლიოთეკა რომელიც მოიცავს ამჟამად 500 წიგნს უცხო ენოვანი ელექტრონული ბიბლიოთეკა რომელიც მოიცავს ამჟამად 1 520 000 წიგნს სამართლის ბიბლიოთეკა რომელიც მოცავს 2 225 წიგნს

ელექტრონული კატალოგი