SDASU TV
LIVE

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

masters-degree
საგანმანათლებლო პროგრამები

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2022 – 2023  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

ცხადდება მიღება სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების,  ჟურნალისტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების

სამაგისტრო პროგრამებზე

მაგისტრატურაში მიღების ვადები:

მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება – 22 აგვისტო  – 2 სექტემბერი

გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში – 5  სექტემბერი

გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6  სექტემბერი

გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 6 -7 სექტემბერი

აპელაციის შედეგების გამოცხადება  – 8  სექტემბერი;

გამოცდა სპეციალობაში – 8  სექტემბერი

გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9  სექტემბერი

გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 9  სექტემბერი

აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10  სექტემბერი

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • განცხადება რექტორის სახელზე;
  • ბაკალავრის (სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე  სამართლის ბაკალავრის) ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2022 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა  ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საგამოცდო – საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
  • უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის   (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25); BEC exam and CELS exam vantage (160-179) და სხვა) ასლი  (არსებობის შემთხვევაში);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამხედრო ბილეთი (არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD –ზე.

საბუთების  მიღება  10.00 საათიდან – 17.00 საათამდე 

მისამართი:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)

საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 577 57 60 50

ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge

კონსულტაცია უცხოურ (ინგლისურ) ენასა და სპეციალობაში 3 სექტემბერი და 7 სექტემბერი 12 საათი.

 საგამოცდო საკითხები:

ბიზნესის ადმინისტრირება
ჟურნალისტიკა
სამართალი
საერთაშორისო ურთიერთობები

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.