6-8 ნოემბერს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი ევროპარლამენტის მოდელირებას – MEP Tbilisi 2026-ს უმასპინძლებს.
სამდღიანი საგანმანათლებლო პროექტი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ ევროპარლამენტის მუშაობის პრინციპებს, ჩაერთონ საპარლამენტო პროცესების სიმულაციაში, მონაწილეობა მიიღონ დებატებსა და დისკუსიებში და განივითარონ მნიშვნელოვანი პროფესიული და პიროვნული უნარები.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ:
გაეცნონ ევროპული საპარლამენტო პროცესების თავისებურებებს;
განივითარონ დიპლომატიური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
გაიუმჯობესონ კრიტიკული აზროვნების, არგუმენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარები;
მიიღონ გუნდური მუშაობისა და ლიდერობის პრაქტიკული გამოცდილება.
პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას, ევროპული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების უკეთ გააზრებას.
გახდი MEP Tbilisi 2026-ის დელეგატი!
შეავსე სააპლიკაციო ფორმა:
