2026 წლის 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო აქტივობა გაიმართა.
აქტივობის მიზანი იყო სტუდენტებისთვის გარემოს დაცვის, ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დედამიწის დღის მნიშვნელობის, გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და თითოეული ადამიანის როლის შესახებ ბუნებრივი რესურსების დაცვასა და გარემოზე ზრუნვაში.
ღონისძიებაში უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ. მონაწილეებმა იმსჯელეს გარემოსდაცვით საკითხებზე და ყურადღება გაამახვილეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ქცევის მნიშვნელობაზე.
ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი მომავალშიც გეგმავს საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებში.
ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წევრები და უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის შესახებ და აქტიურად ჩაერთნენ თემატურ განხილვაში.




