2026 წლის 8 ივლისს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვა“.
ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი, სტრატეგიული მრჩეველი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში, ნინო ქურასბედიანი, რომელმაც მონაწილეებს გააცნო პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო მოთხოვნები, მონაცემთა უსაფრთხო დამუშავების პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა. ტრენინგი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვასა და ეფექტიან უზრუნველყოფას.
