სდასუ
სდასუ-ს ამბები

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი IADR-ის წევრი გახდა!

ყველა სიახლე

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი გახდა International Association for Dental, Oral and Craniofacial Research (IADR)-ის წევრი — მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის, რომელიც აერთიანებს სტომატოლოგიური, ორალური და კრანიოფაციალური კვლევების სფეროში მომუშავე მკვლევრებს, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ საზოგადოებებს.

IADR-ის წევრობა წარმოადგენს უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს. აღნიშნული წევრობა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაში, კვლევით პროექტებში, პროფესიულ ქსელებსა და საერთაშორისო კონფერენციებში, ასევე გააძლიერებს უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებასა და სამეცნიერო პოტენციალს.

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებას და მაღალი ხარისხის განათლებისა და სამეცნიერო კვლევის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.