ცხადდება შიდა მობილობა!
იანვარი 31, 2025 2025-03-20 14:58ცხადდება შიდა მობილობა!
შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:
- შესაბამის ფაკულტეტბზე დოკუმენტების წარდგენა და წარდგენილი დოკუმენტების განხილვა – 28 თებერვალი 7 მარტის ჩათვლით;
- სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა – 10 მარტის ჩათვლით.
- შიდა მობილობის შესახებ ბრძანების მომზადება – 12 მარტი.
დამტკიცდეს შიდა მობილობის მსურველთათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ან დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD დისკზე.
მობილობის მსურველის მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2025 28 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში (11.00 სთ-დან 16.30 სთ-მდე, მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი, N 25) ან ელექტრონულ მისამართზე info@sdasu.edu.ge.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
ტელ: (995 32) 2 253 677