საერთაშორისო კონფერენცია!
ნოემბერი 27, 2024 2024-11-27 16:34საერთაშორისო კონფერენცია!
თანამედროვე მსოფლიო გამოწვევები: ადამიანის უფლებების, სოციალური უზრუნველყოფის და კეთილდღეობის რეგულირება თანამედროვე მულტიკულტურულ სამყაროში.
„მულტიკულტურული ჯგუფი“ საერთაშორისო პარტიორებთან და ადგილობრივ და უცხოურ უნივერსიტეტებთან და გამომცემლობებთან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, მართავს საერაშორისო კონფერენციას: „თანამედროვე მსოფლიო გამოწვევები: ადამიანის უფლებების, სოციალური უზრუნველყოფის და კეთილდღეობის რეგულირება თანამედროვე მულტიკულტურულ სამყაროში“.
კონფერენციის მიზანი: კონფერენციის მიზანია მონაწილეებმა გაცვალონ და შეაჯერონ წამყვანი აკადემიური წრეების პროფესიონალთა, მეცნიერთა, მკვლევართა და დოქტორანტთა შეხედულებები თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების ირგვლივ. კონფერენცია წარმოადგენს მთავარ ინტერდისციპლინურ ფორუმს მკვლევარებისთვის, პრაქტიკოსებისთვის და პროფესორ – მასწავლებლებისთვის, რათა წარმოადგინონ და განიხილონ თავიანთი ხედვები მიმდინარე პროცესების ირგვლივ.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ქართველ და უცხოელ პროფესორ-მასწავლებლებს ნებისმიერი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, მკვლევარებს, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების საფეხურის სტუდენტებს.
მიმართულებები:
საერთაშორისო ურთიერთობები; ბიზნესი და ეკონომიკა; ინფორმაციული ტექნოლოგიები; სამართალი; მედიცინა; ჟურნალისტიკა; განათლება; ფილოლოგია.
სამუშაო ენები – ქართული, ინგლისური.
ფორმატი: დისტანციურად, Zoom Platform-ით
კონფერენციაში მონაწილეობის პირობები და მნიშვნელოვანი თარიღები:
- მონაწილეობის მისაღებათ გთხოვთ გადმოაგზავნოთ აბსტრაქტი შემდეგ ელ: ფოსტაზე multiculturalgroup7@gmail.com არაუგვიანეს 15 დეკემბრისა.
- დასტურის მიღება – 20 დეკემბერი
- კონფერენციაში მონაწილეობის თანხა – 50 ევრო
- პარტნიორ უნივერსიტეტების პროფესორ მასწავლებლებისათვის – 30 ევრო
- დაწვრილებითი დეტალებისათვის იხილეთ ინგლისური ვერსია
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილ საკონფერენციო ნაშრომს უნდა ჰყავდეს ერთი ან ორი ავტორი;
- მაგისტრანტის ან დოქტორანტის მონაწილეობის შემთხვევაში აუცილებელია მიეთითოს ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი;
- წარმოდგენილი აბსტრაქტი უნდა იყოს შესაბამისობაში კონფერენციის მიზანთან და გაფორმდეს მოთხოვნის შესაბამისად:
ენა – ქართული, ინგლისური
გვერდის ფორმატი – A4;
შრიფტი – Sylfaen;
შრიფტის ზომა – 11;
ინტერვალი – 1.15
ტექსტის მოცულობა: 150-250 სიტყვა და თან ახლდეს 5-7 საკვანძო სიტყვა;
აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს – მოხსენების სათაურს, ინფორმაციას ავტორზე (სახელი, გვარი, უნივერსიტეტი/სკოლა, ფაკულტეტი, პროგრამა; ელ-ფოსტა)