საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, სოფო ჩქოფოია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, იზა მერაბიშვილი, სდასუ-ს სრული დაფინანსებით, იმყოფებოდნენ სტამბოლში ბეიქოზის უნივერისტეტში და მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო კონფერენციაში სახელწოდებით “პოლიტიკა და ეკონომიკა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტსა და ბეიქოზის უნივესრიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მოიცავს: სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს; მონაწილეობას სემინარებში, სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში; ერთობლივი კვლევითი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას; მოკლე სასწვლო კურსების განხორციელებას და. ა.შ.
