SDASU TV
LIVE

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია თემაზე „ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები” გაიმართა.

IMG_8747
სიახლეები

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია თემაზე „ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები” გაიმართა.

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში 2023 წლის 15 დეკემბერს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრნენ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით მყოფი ამერიკელის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის პოლიციის წარმომადგენლები  მონიკა სტრენდბერგი და ეილიინ პეიონკი, რომელთაც ჩაატარეს ლექცია თემაზე „ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები.“

ლექციის ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, ძალადობის ციკლზე,  ძალადობის ფორმებზე, ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციფიკურ მეთოდებზე, განიხილეს ძალადობის გახმაურებული შემთხვევები და მასზე პოლიციის რეაგირების მექანიზმები. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მომხსენებლებმა  უპასუხეს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მიერ დასმულ შეკითხვებს.

In the frame of Human Rights Week, by the Faculty of Law David Aghmashenebeli University of Georgia organized Human Rights Week. On December 15, 2023, the university hosted the representatives of the United States Illinois State Police, Monica Strandberg and Eileen Payonki, invited by the United States Embassy in Georgia, who conducted a public lecture on the topic “Mechanisms to Combat Domestic Violence and Child Abuse.” During the lecture, guest speakers talked about the causes of violence, the cycle of violence, forms of violence, specific methods of combating domestic violence and violence against children, high-profile cases of violence, and police response mechanisms. The meeting was held in interactive mode. Speakers answered the questions raised by students and academic staff.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger