SDASU TV
LIVE

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!

Register-a-Will-Landscape-960x540-c-default
სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!

ოქტომბერი  24, 2023

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2023  წლის 24 ოქტომბრიდან   აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი კადემიური  თანამდებობების დასაკავებლად:

მედიცინის ფაკულტეტი

პროფესორი:

ონკოლოგია  – 1 ადგილი

ორთოპედიული სტომატოლოგია – 1 დგილი

ასოცირებული პროფესორი:

ყბა-სახის ქირურგია – 1 ადგილი

ნარკოლოგია – 1 ადგილი

ნერვოლოგია – 1 ადგილი

მეან-გინეკოლოგია – 1 ადგილი

თერაპიული სტომატოლოგია – 1 ადგილი

სამართლის ფაკულტეტი

პროფესორი:

სისხლის სამართალი – 2 ადგილი

სამოქალაქო სამართალი –     1 ადგილი

ასოცირებული პროფესორი:

 სამოქალაქო სამართალი – 1 ადგილი

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ასისტენტ-პროფესორი:

საერთაშორისო ურთიერთობები – 1 ადგილი

I. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:

  • პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება;  მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება.
  • ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება. მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.
  • ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. მედიცინის, სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის, სერთიფიკატი და სულ მცირე 3 წელი კლინიკური გამოცდილება.
  • აკადემიური  თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა)   განცხადება რექტორის სახელზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 1);

ბ)   კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად (დანართი 2);

გ)   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ნასამართლეობის შესახებ ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხლებლობის წინააღმდეგ  მიმართული დანაშაულისთვის;

ე)   2 ფოტოსურათი (3 × 4) ბეჭდური და ელექტრონული ფორმით;

ვ)   უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი და მისი ასლი;

ზ) დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების დედანი და ასლები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად  დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

თ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (კლინიცისტებისთვის);

ი)   ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობისთვის შესაბამისი სამეცნიერო  და სასწავლო-მეთოდური  ნაშრომების ჩამონათვალი;

კ)   შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუსი (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);

ლ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

მ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

ნ) კონკურსანტმა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ მიმართულებებში, გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს:

  1. ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი კლინიკური აქტივობის (გატარებული სტაციონარული და ამბულატორიული პაციენტების, კონსულტაციების, ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი, სათანადოდ დადასტურებული კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის და კონკურსანტის მიერ.
  2.  შესაბამისი კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის სათანადოდ დადასტურებული წერილობითი თანხმობა მისდამი დაქვემდებარებულ ბაზაზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური პროცესის წარმართვის შესახებ აკადემიური თანამდებობის დაკავების ვადით.

II. კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2023  წლის 27 ნოემბრიდან – 2023  წლის 5 დეკემბრის   ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში  (11.00 სთ-დან 16.30 სთ-მდე, მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზირი, N 25) ან ელექტრონულ მისამართზე  info@sdasu.edu.ge

კონკურსის შედეგები  გამოცხადდება  არაუგვიანეს 2023  წლის 11 დეკემბრისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა:    info@sdasu.edu.ge 

ტელ: (995 32) 2 253 677

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger