კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!

იმის დასტურად, რომ მონაწილეობა მიიღო ტრენინგში “სწავლების თანამედროვე მეთოდები” (33)
სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2024  წლის 12 თებერვლიდან   აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი კადემიური  თანამდებობების დასაკავებლად:

მედიცინის ფაკულტეტი

პროფესორი

შინაგანი მედიცინა – 1

ასოცირებული პროფესორი

თერაპიული სტომატოლოგია – 4

ბავშვთა და მოზარდთა ყბა-სახის ქირურგია – 1

ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია – 1

შინაგანი მედიცინა – 1

პულმონოლოგია/ფთიზიატრია – 1

ბიოორგანული ქიმია – 1

კანისა და ვენერიული სნეულებანი – 1

ალერგოლოგია – 1

ონკოლოგია – 1

მედიცინის დარგში კლინიკური და პროფესიული უნარების მიმართულება – 1

პედიატრია -1

ბიოეთიკა – 1

მედიცინის ისტორია – 1

სამედიცინო ინფორმატიკა – 1

სამართლის ფაკულტეტი

ასოცირებული პროფესორი

საერთაშორისო კერძო სამართალი -1

ასისტენტ-პროფესორი

სისხლის სამართალი -1

ასისტენტი

სისხლის სამართალი 1

ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროფესორი

ჟურნალისტიკა – 1

 ასოცირებული პროფესორი 

ქართული ფილოლოგია – 1

ინგლისური ფილოლოგია – 1

ჟურნალისტიკა – 1

 სოციალური მეცნიერებები -2

განათლების მეცნიერებები – 1

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროფესორი

ეკონომიკა –  2

ასოცირებული პროფესორი

ეკონომიკა – 1

ბიზნესის ადმინისტრირება – 1

საერთაშორისო ურთიერთობები – 3

საინფორმაციო ტექნოლოგიები – 2

ასისტენტი

ეკონომიკა – 1

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:

  • პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება;  მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება.
  • ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება. მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.
  • ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
  • ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი/ მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან  მოქმედი სადოქტორო პროგრამის  აქტიური სტატუსის დოქტორანტი.
  • აკადემიური  თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა)   განცხადება რექტორის სახელზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 1);

ბ)   კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად (დანართი 2);

გ)   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ნასამართლეობის შესახებ ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხლებლობის წინააღმდეგ  მიმართული დანაშაულისთვის;

ე)   2 ფოტოსურათი (3 × 4) ბეჭდური და ელექტრონული ფორმით;

ვ)   უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი და მისი ასლი;

ზ) დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების დედანი და ასლები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად  დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

თ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (კლინიცისტებისთვის);

ი)   ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობისთვის შესაბამისი სამეცნიერო  და სასწავლო-მეთოდური  ნაშრომების ჩამონათვალი;

კ)   შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუსი (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);

ლ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

მ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

ნ) კონკურსანტმა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ მიმართულებებში, გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს:

  1. ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი კლინიკური აქტივობის (გატარებული სტაციონარული და ამბულატორიული პაციენტების, კონსულტაციების, ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი, სათანადოდ დადასტურებული კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის და კონკურსანტის მიერ.
  2. შესაბამისი კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის სათანადოდ დადასტურებული წერილობითი თანხმობა მისდამი დაქვემდებარებულ ბაზაზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური პროცესის წარმართვის შესახებ აკადემიური თანამდებობის დაკავების ვადით.

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2024  18 მარტიდან  1 აპრილის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში  (11.00 სთ-დან 16.30 სთ-მდე, მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზირი, N 25) ან ელექტრონულ მისამართზე  info@sdasu.edu.ge

კონკურსის შედეგები    გამოცხადდება  არაუგვიანეს 2024  წლის 15 აპრილისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა:    info@sdasu.edu.ge 

ტელ: (995 32) 2 253 677

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.