SDASU TV
LIVE

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, “ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის” პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა!

unnamed
სიახლეები

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, “ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის” პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა!

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, “ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის” პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალები, მონაწილეობის პირობები და გასული წლების შედეგები გააცნო. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასაუბრებოდნენ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი საწარმოების ხელმძღვანელებს და ენახათ საბოლოო შედეგი. პროგრამა „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობა“ 2022 წელს თბილისის მერიის ინიციატივით ამოქმედდა. ის ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნეს მოდელზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას, რომელსაც ექნება ერთის მხრივ, სოციალური, მეორეს მხრივ, ეკონომიკური მიზანი, ასევე, მოემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ- ეკონომიკურ გაძლიერებას. 

სდასუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა მადლობას უხდის თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger