SDASU TV
LIVE

ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დეკანის მიმართვა

ძვირფასო მომავალო სტუდენტებო!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც, მჯერა, თქვენი მომავალი წარმატების საწინდარია, სადაც თქვენს განათლებაზე იზურნებენ, მაღალკვალიფიციური, დიდი პროფესიული გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები.

ჩვენი ფაკულტეტის მთავარ ღირებულებას უმაღლესი განათლების მიღების მაღალი ხარისხი წარმოადგენს, რადგან გვჯერა, რომ  ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისთვის ყველაზე მნიშნელოვანია სწორედ მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, განათლებული და თვითრეალიზებული თაობების აღზრდა.  ამიტომ, ფაკულტეტის ადმინისტრაცია, უნივერსიტეტის მმართველ გუნდთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, ძალღონეს არ იშურებს იმისათვის, რომ უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და სტუდენტებზე ორიენტირებული სასწავლო გარემო შექმნას.

ჩვენ ვცდილობთ სტუდენტებს თანამედროვე და  პრაქტიკული ცოდნა მივცეთ, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის დამკვიდრება როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო პროფესიულ გარემოში. სწორედ ამიტომ, ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები ითვალისწინებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილებას და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში არსებულ უახლეს მიღწევებს ეფუძნება.

ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისეთი გარემო დავამკვიდრეთ, რომელიც სტუდენტებს საკუთარი მისწრაფებების რეალიზებაში ეხმარება. ამიტომ, მჯერა, რომ არჩევანი, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ გააკეთეთ, თქვენს მოლოდინებს გაამართლებს და ჩვენთან შეძენილი ცოდნა ცხოვრების გზაზე თქვენი პროფესიული და პიროვნული წარმატების საფუძველი გახდება.

ჟანეტა კილასონია

ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი

ფაკულტეტის შესახებ

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გთავაზობთ განათლების მიღების თანამედროვე მოდელს, რომელიც მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართულ რეალობას.

ძირითადი ფასეულობები, რომელსაც ეყრდნობა ფაკულტეტი, არის ნოვატორული სულისკვეთება, მრავალფეროვანი განათლების მისაღებად შექმნილი ყველა პირობა, აკადემიური თავისუფლება, ქართული და უცხოური საზოგადოების მოთხოვნებთან მაქსიმალური სიახლოვე და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა. ფაკულტეტის ყველაზე ღირებულ მონაპოვარს წარმოადგენენ კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ ქართულ და საერთაშორისო სივრცეში, არიან ჟურნალისტიკის,  ფილოლოგიის მიმართულებების ღირსეული წარმომადგენლები.

ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ერთ-ერთი წამყვანია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც გთავაზობთ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სკოლის პრიორიტეტია განათლების მაღალი ხარისხი, რისთვისაც იგი უზრუნველყოფილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ინფრასტრუქტურით, მდიდარი ბიბლიოთეკით. უნივერსიტეტს აქვს საკუთარი ავტორიზებული ტელევიზია – სდასუ TV, სადაც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები ეწევიან პრაქტიკულ სამუშაოებს, აქტიურად არიან ჩართულები გადაცემების მომზადების  პროცესში.

ჩვენს სკოლაში თქვენ გელით მრავალფეროვანი სტუდენტური აქტივობებით დატვირთული ცხოვრება, კერძოდ, ყოველწლიურად იმართება  სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები, ეწყობა შემეცნებითი და კულტურული ღობისძიებები, სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რაც ხელს უწყობს მათ ადაპტირებას თანამედროვე გარემოში.    

თუ თქვენ არჩევანი შეაჩერეთ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაზე, ეს სწორი გადაწყვეტილებაა! გახსოვდეთ –  ჩვენი ქვეყნის წარმატება თქვენს განათლებაზეა დამოკიდებული! 

აკადემიური პერსონალი

პროფესორები:

  • გობეჩია გიგლა
  • დოლიძე მაკა
  • კავთიაშვილი რუსუდან
  • კაპანაძე ირინე
  • კალანდია გიორგი


ასოცირებული
 პროფესორები:

  • აკობია ნესტან
  • გაგოშიძე მანანა
  • დანელია ვაჟა
  • თვალაძე თამარ 
  • თუნგია მაია
  • კილასონია ჟანეტა
  • კოკაია ინგა
  • ზურაბაშვილი ელენე
  • კანკია ნარგიზა 
  • ლომიძე მარინე 
  • ლათიფაშვილი თეა
  • მანიჟაშვილი-შავლიაშვილი ირინე
  • მეტრეველი ლია
  • ქეცბაია ნონა
  • შევარდნაძე ხატია
  • ჩახვაძე ლაშა
  • ჩარკვიანი ხათუნა
  • ხეთაგური თამუნა