სდასუ-სა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
მარტი 28, 2024 2024-04-05 10:39სდასუ-სა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
2024 წლის 28 მარტს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა გააფორმა მორიგი ურთიერთთანამრომლობის მემორანდუმი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან.
მემორანდუმის მიზნებია:
>ზრუნვა მოსახლეობის დაუცველ ფენის ჯანმრთელობაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე,ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა;
>კატასტროფების და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების ეფექტური მეთოდების შემუშავება;
>წჯ/წნ საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამეტური პრინციპების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჰუმანიტარულ ფასეულობების გავრცელება;
>ფართო შესაძლებლობების მქონე ძლიერი საზოგადოების მშენებლობა გაჭირვებულთათვის დახმარების გაწევის მიზნით.
>მოხალისეობის განვითარება
შეხვედრის ფარგლებში ახალაგაზრდობისა და მოხალისეთა განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ ნიკოლაშვილმა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობა და სამომავლო გეგმები.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი და სტუდენტური თვითმმართველობა.