სდასუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გია გოგიბერიძემ, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად სამართლის კონგრესზე მონაწილეობა მიიღო!

ჯჯჯჯჯ
სიახლეები

სდასუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გია გოგიბერიძემ, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად სამართლის კონგრესზე მონაწილეობა მიიღო!

2024 წლის 24 თებერვალს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გია გოგიბერიძემ, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო „ალტე უნივერსიტეტში“ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის (ELSA Tbilisi) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში – ,,სამართლის კონგრესი 2024“, რომელიც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა დასაქმების საკითხებს მიეძღვნა.

ბატონმა გია გოგიბერიძემ სიტყვით მიმართა ,,სამართლის კონგრესის“ მონაწილეებს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა მსგავსი ღონისძიების ჩატარებისათვის, მან ხაზი გაუსვა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის საქმეში. გია გოგიბერიძემ „სამართლის კონგრესის“ მონაწილეებს ასევე გააცნო საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს სამართლის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები და სწავლების გამოცდილება, ასევე უნივერსიტეტის პოლიტიკა სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის საქმეში.

აღსანიშნავია, რომ ,,სამართლის კონგრესი 2024“ ერთ-ერთი მხარდამჭერი გახლდათ  საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.