სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით“ ფარგლებში!

433960551_1024311805951262_6933170825953993673_n
სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით“ ფარგლებში!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში 2024 წლის 18 მარტს, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან (ICR) თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით“ ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ევროკავშირის პროგრამის – “EU4 Security, Accountability and Fight against Crime in Georgia (SAFE)” ეგიდით მიმდინარეობს.

შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გია გოგიბერიძე, ინოვაციების და რეფორმების ცენტრის (IRC) ხელმძღვანელი გიორგი გაბრიელაშვილი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში – ირაკლი ფორჩხიძე.

შეხვედრის ფარგლებში ექსპერტებმა ისაუბრეს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების მექანიზმებზე, ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე, საქართველოში ამ თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასა და ამ სფეროში რეფორმის პერსპექტივებზე. ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) ხელმძღვანელმა სტუდენტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ცენტრის მიერ აღნიშნულ საკითხებზე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის გამოცხადებული ესეების კონკურსის თაობაზე.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. მომხსენებლებმა უპასუხეს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მიერ დასმულ შეკითხვებს.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.