საჯარო ლექცია – “მეტი ვიდრე პროფესია”!

425363447_991460619236381_7796530690460653262_n
სიახლეები

საჯარო ლექცია – “მეტი ვიდრე პროფესია”!

2024 წლის 26 იანვარს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, გაიმართა საჯარო ლექცია სახელწოდებით “მეტი ვიდრე პროფესია”, მოწვეული სპიკერი გახლდათ თეა კერვალიშვილი, ჟურნალისტი, ტელე-რეჟისორი, სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი, ბრენდ დიზაინერი. რუსთაველის ეროვნული თეატრის პიარ მენეჯერი. საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის 21 წლიანი გამოცდილებით, 30-მდე დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი.

შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა მიმოიხილა ჟურნალისტიკის სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხები, ჟურნალისტიკის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების შეფასების მექანიმზები და ანალიზი. ასევე საუბარი შეეხო მიმდინარე ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მასალის მომზადების, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვის საკითხებს. საუბრის დროს ყურადღება გამახვილდა იმ უნარებსა და ცოდნაზე რომელიც აუციელბელი იქნება მათ მომავალი საქმიანობისთვის.

ღონისძიება განხორციელდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.