საჯარო ლექცია ,,მანიპულაცია და ვიქტიმიზაცია კიბერ სივრცეში“
იანვარი 19, 2024 2024-01-19 22:26საჯარო ლექცია ,,მანიპულაცია და ვიქტიმიზაცია კიბერ სივრცეში“
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი და მის ბაზაზე არსებული ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი, 2024 წლის, 23 იანვარს 11:00 საათზე მართავს საჯარო ლექციას ,,მანიპულაცია და ვიქტიმიზაცია კიბერ სივრცეში“ სპიკერი – მილისა ბოსკოვიჩ (Milica Bošković), უნივერსიტეტების გაერთიანება „ნიკოლა ტესლას“ (პროფესორი).
საჯარო ლექციის მიზანია სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებში ინფორმირებულობის გაზრდა კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით და წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში.
სამუშაო ენა: ინგლისური
ფორმატი: ჰიბრიდული (პირისპირ და დისტანციურად)
საჯარო ლექციის დაწყების დრო: 2024 წლის 23 იანვარი, 11:00 საათი
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია https://forms.gle/yjVXPd9YYByoTZU66
ლექციის ორგანიზატორები არიან:
ღონისძიების ორგანიზატორი: საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ცენტრი და უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული “ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი”.