SDASU TV
LIVE

პროექტის „სტუდენტთა პოპულაციაში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ადრეული გამოვლენის“ ფარგლებში კვლევის პირველი ეტაპი ჩატარდა!

unnamed
სიახლეები

პროექტის „სტუდენტთა პოპულაციაში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ადრეული გამოვლენის“ ფარგლებში კვლევის პირველი ეტაპი ჩატარდა!


3 ივნისს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, დაავადებათა კონროლის ეროვნული ცენტრისა და ევროპის თირეოდოლოგიის ასოციაციის ერთობლივი პროექტის „სტუდენტთა პოპულაციაში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ადრეული გამოვლენის“ ფარგლებში ჩატარდა კვლევის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა სტუდენტების სკრინინგს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული კვლევისა და სისხლის ანალიზით ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე. გარდა ამისა, შეივსო კითხვარები, რომლის საშუალებითაც გამოვლინდება როგორც ენდოკრინული, ასევე არაენდოკრინული პათოლოგიები.

პროექტში ჩართულნი არიან ენდოკრინოლოგები, ექოსკოპისტი და ექიმი ლაბორანტი, გარდა ამისა დასაქმებულნი არიან სტუდენტებიც, რომლებსაც აღნიშნული კვლევა დაეხმარება უკეთ შეისწავლონ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ენდოკრინოლოგიის საკითხები.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger