SDASU TV
LIVE

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

3d-render-education-graduation-book-toga-learning-template-ui-ux-web-social-media-designs_549761-61
სიახლეები

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მობილობას 2023 – 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

სამართალი

სტომატოლოგია

ჟურნალისტიკა

ბიზნესის ადმინისტრირება

ინფორმაციული ტექნოლოგიები

ტურიზმი

 საერთაშორისო ურთიერთობები

ინგლისური ფილოლოგია

მობილობის ვადები:

სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადის, პირადი საქმის ასლების წარდგენა შესაბამის ფაკულტეტზე დოკუმენტების წარდგენა და კრედიტების აღიარება:  12 სექტემბერი – 19 სექტემბერი

სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა:  20 სექტემბრის  ჩათვლით

მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

1. განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული შესაბამისი ფაკულტეტის  ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);

4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

6. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

8. 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD -ზე.

საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 16.00 საათამდე

უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში

მისამართზე:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)

ან ელექტრონულ მისამართზე: info@sdasu.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (032) 2 25 36 77

გისურვებთ წარმატებას!

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger