მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
სექტემბერი 1, 2023 2023-09-02 14:20მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
2023 – 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ცხადდება მიღება სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჟურნალისტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებზე.
მაგისტრატურაში მიღების ვადები:
მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება –11 სექტემბერი – 18 სექტემბერი
გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში – 20 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გამოცხადება – 21 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 21-22 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 23 სექტემბერი;
გამოცდა სპეციალობაში – 25 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გამოცხადება – 26 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 26-27 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 28 სექტემბერი
ხელშეკრულების გაფორმება – 26-28 სექტემბერი
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება რექტორის სახელზე;
- ბაკალავრის (სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სამართლის ბაკალავრის) ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2023 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საგამოცდო – საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
- უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25); BEC exam and CELS exam vantage (160-179) და სხვა) ასლი (არსებობის შემთხვევაში);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამხედრო ბილეთი (არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD –ზე.
საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე
მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 577 57 60 50
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
საგამოცდო საკითხები:
ბიზნესის ადმინისტრირება
ჟურნალისტიკა
სამართალი
საერთაშორისო ურთიერთობები