კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!
მარტი 1, 2023 2023-04-05 17:30კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!
გამოცხადდეს ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. საბუთების მიღება განხორციელდეს 2023 წლის 3 აპრილიდან 2023 წლის 8 აპრილის ჩათვლით. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 21 აპრილისა.
1.კონკურსი ცხადდება შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
– ადამიანის ანატომია – 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
– ჰისტოლოგია, ციტოლოგია – 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
– ბიოლოგია – 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი;
– ბიოფიზიკა – 1 პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
– ბიოქიმია – 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
– ფიზიოლოგია – 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
– ფარმაკოლოგია – 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი;
– იმუნოლოგია – 2 ასოცირებული პროფესორი;
– მიკრობიოლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
– შინაგანი მედიცინა (თერაპია, ენდოკრინოლოგია, ალერგოლოგია, რევმატოლოგია, ჰემატოლოგია) – 7 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი;
– ინფექციური დაავადებები – 1 პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
– სამედიცინო რეაბილიტაცია – 1 ასოცირებული პროფესორი;
– რადიოლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
– ქირურგია – 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
– ტრავმატოლოგია – 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
– ონკოლოგია – 2 ასოცირებული პროფესორი;- ნევროლოგია – 2 ასოცირებული პროფესორი;
– ეპიდემიოლოგია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა – 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
– პედიატრია – 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი;- პრევენციული მედიცინა – 1 ასოცირებული პროფესორი; – ოტორინოლარინგოლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი;
– მეან – გინეკოლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
– დერმატოლოგია – 1 ასოცირებული პეოფესორი;
– ყბა-სახის ქირურგია – 1 ასოცირებული პროფესორი;- ორთოპედია – 1 ასოცირებული პროფესორი;- ორთოდონტია – 1 პროფესორი.
2. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:
– პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება. მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი. კლინიკურ დისციპლინებში ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება.
– ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება. მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი. კლინიკურ დისციპლინებში ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.
– ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი. მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი. კლინიკურ დისციპლინებში ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება.
3. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატიე) 2 ფოტოსურათი (3 × 4);
ვ) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ზ) ბოლო10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მათ შორის ერთ-ერთი (ავტორის შეხედულებით) ბეჭდვითი სახით;
თ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით).
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 3 აპრილიდან – 2023 წლის 8 აპრილის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში(10.00 სთ-დან 17 სთ-მდე, ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25)ან ელექტრონულ მისამართზე info@sdasu.edu.ge კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2023 წლის 21 აპრილისა. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge ტელ.: (995 32) 2 253 677