დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
აგვისტო 22, 2022 2023-03-03 0:49დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
2022 – 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის
ცხადდება მიღება სამართლის, მედიცინის, ეკონომიკის
სადოქტორო პროგრამებზე
დოქტორანტურაში მიღების ვადები:
დოქტორანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება – 22 აგვისტო – 2 სექტემბერი
გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში – 6 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გამოცხადება – 7 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 7-8 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 8 სექტემბერი;
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 8 სექტემბერი
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების
შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 9 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე;
- განმცხადებლის რეზიუმე, CV;
- სადოქტორო პროგრამის წინაპირობით გათვალისწინებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
- უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა);
- წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სადოქტორო პროგრამაზე მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს.
- 2 ფოტოსურათი (3 x 4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე
მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 599 90 58 44
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
კონსულტაცია უცხოურ (ინგლისურ) ენასა და სპეციალობაში 3 სექტემბერი და 7 სექტემბერი 12 საათი.