2026 წლის 22–30 ოქტომბერს, ჩვენი სტუდენტები: ანა დავთიანი, ნინო შერვაშიძე, მარიამ მიმინოშვილი, ვლადიმირ აფციაური–ილინი და ლუკა ჯიჯელავა მონაწილეობდნენ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში „ციფრული კეთილდღეობა“ (Digital Well-being), რომელიც სომხეთის ქალაქ წაღკაძორში გაიმართა!
პროექტმა გააერთიანა ახალგაზრდები რუმინეთიდან, ბელგიიდან, საბერძნეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. მონაწილეებმა იმსჯელეს ციფრული კეთილდღეობის მნიშვნელობაზე, გააანალიზეს საკუთარი ონლაინ ჩვევები, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და განიხილეს ციფრულ და რეალურ ცხოვრებას შორის ჯანსაღი ბალანსის დამყარების გზები.
საგანმანათლებლო გამოცდილებასთან ერთად, პროექტი იყო კულტურათაშორისი, ახალი მეგობრობის, საინტერესო საუბრებისა და დაუვიწყარი მოგონებების შესაძლებლობა.
მადლიერები ვართ ამ გამოცდილებისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ უფრო ცნობიერი და ციფრულად დაბალანსებული თაობის ჩამოყალიბებაში!
