ცხადდება გარე მობილობა!
ივლისი 30, 2024 2024-08-06 0:42ცხადდება გარე მობილობა!
შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აცხადებს მობილობას შემდეგ პროგრამებზე:
ბიზნესის ადმინისტრირება – ადგილების რაოდენობა:15 | კვალიფიკაცია: 02 ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი | სწავლების საფასური: 2250 ლარი
ბიზნესის ადმინისტრირება – ადგილების რაოდენობა: 15 | კვალიფიკაცია: 02 ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი | სწავლების საფასური: 2250
ინგლისური ფილოლოგია – ადგილების რაოდენობა: 15 | კვალიფიკაცია: 0231.1.2 ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრი | სწავლების საფასური: 2250 ლარი
ინფორმაციული ტექნოლოგიები – ადგილების რაოდენობა: 20 | კვალიფიკაცია: 0612.1.1 ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაკალავრი | სწავლების საფასური: 2250
ჟურნალისტიკია – ადგილების რაოდენობა: 15 | კვალიფიკაცია: 0321.1.1 ჟურნალისტიკის ბაკალავრი | სწავლების საფასური: 2250 ლარი
ჟურნალისტიკა – ადგილების რაოდენობა: 10 | კვალიფიკაცია: 0321.1.1 ჟურნალისტიკის მაგისტრი | სწავლების საფასური: 2250 ლარი
საერთაშორისო ურთიერთობები – ადგილების რაოდენობა: 10 / კვალიფიკაცია: 0312.1.2 საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი | სწავლების საფასური: 2250 ლარი
საერთაშორისო ურთიერთობები – ადგილების რაოდენობა: 10 / კვალიფიკაცია: 0312.1.2 საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი | სწავლების საფასური: 2250
სამართლი – ადგილების რაოდენობა: 18 | კვალიფიკაცია: 0421.1.1 სამართლის ბაკალავრი | სწავლების საფასური: 2250 ლარი
სამართლი – ადგილების რაოდენობა: 10 | კვალიფიკაცია: 0421.1.1 სამართლის მაგისტრი | სწავლების საფასური: 2250 ლარი
სტომატოლოგია – ადგილების რაოდენობა: 22 | 10 კვალიფიკაცია: 0911.1.2. დიპლომირებული სტომატოლოგი | სწავლების საფასური: 3500
ტურიზმი – ადგილების რაოდენობა: 15 | კვალიიკაცია: 1015.1.1 ტურიზმის ბაკალავრი | სწავლების საფასური: 2250 ლარი
მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:
- მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე students.emis.ge 21 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
- სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადის,პირადი საქმის ასლების წარდგენა შესაბამის ფაკულტეტებზე და კრედიტების აღიარება – 13 სექტემბერი – 18 სექტემბერი;
- სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა – 20 სექტემბრის ჩათვლით;
- მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა – 23 სექტემბრის ჩათვლით.
სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 13 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში (11.00 სთ-დან 16.30 სთ-მდე, მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი, N 25) ან ელექტრონულ მისამართზე info@sdasu.edu.ge და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
საბაკალავრო და ერთსაფეხურიან პროგრამებზე:
- განცხადება რექტორის სახელზე;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან
- ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
- 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD დისკზე.
სამაგისტრო პროგრამებზე:
- განცხადება რექტორის სახელზე;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ
- ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
- 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD დისკზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
ტელ: (995 32) 2 253 677