კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!
მარტი 24, 2023 2023-04-08 12:43კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2023 წლის 24 აპრილიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
- კონკურსი ცხადდება შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- საგადასახადო სამართალი – 1 პროფესორი;
- სამართლის მეთოდები – 1 პროფესორი;
- კონსტიტუციური სამართალი – 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
- სისხლის საპროცესო სამართალი – 1 ასოცირებული პროფესორი;
- ეკონომიკა – 1 პროფესორი;
- ტურიზმი – 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები – 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
- ბიზნესის ადმინისტრირება (აღრიცხვა და აუდიტი) – 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
- ქართული ფილოლოგია – 2 ასოცირებული პროფესორი;
- რუსული ფილოლოგია – 1 პროფესორი;
- ინგლისური ფილოლოგია – 3 ასოცირებული პროფესორი;
- ჟურნალისტიკა – 3 ასოცირებული პროფესორი;
- მასობრივი კომუნიკაცია – 1 ასოცირებული პროფესორი;
- საზოგადოებასთან ურთიერთობა – 1 ასოცირებული პროფესორი;
- ფილოსოფია – 1 ასოცირებული პროფესორი;
- სოციოლოგია – 1 ასისტენტ პროფესორი.
- კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:
- პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება.
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება.
- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
- აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ბ) კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) 2 ფოტოსურათი (3 × 4);
ე) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ვ) ბოლო10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მათ შორის ერთ-ერთი (ავტორის შეხედულებით) ბეჭდვითი სახით;
ზ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით).
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 24 აპრილიდან – 2023 წლის 29 აპრილის ჩათვლით
უნივერსიტეტის კანცელარიაში
(10.00 სთ-დან 17 სთ-მდე, ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25)
ან ელექტრონულ მისამართზე info@sdasu.edu.ge
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2023 წლის 11 მაისისა
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge ტელ.: (995 32) 2 25